top of page

მომხმარებლის ხელშეკრულება

“Martipia Wallet“-ის app.martipia.com  ვებ-გვერდზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციისთვის (ახალი პროფილისთვის / „Create Profile”-თვის) ხელშეკრულების "Accept"  ან „დათანხმებაზე“ ღილაკის მონიშვნით (ან შესაბამისი სვეტში ჩამრთველი მითითებულით) ერთი მხრივ, თქვენ, როგორც „მომხმარებელი“ და მეორე მხრივ, შპს „მარტიპია“ (ს/ნ: 402197449), წარმოდგენილი მისი დირექტორის - დავით კობახიძის სახით, შემდგომში წოდებული როგორც „ოპერატორი“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადასტურებთ თანხმობას შემდეგზე:

1.    ტერმინთა განმარტება
1.1.    ოპერატორი - ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული პირი, რომელიც უფასოდ გადასცემს აპლიკაციას მომხმარებელს, მის მიერ ფინანსური მომსახურების (ჩაის) მიწოდებისა და მიღების მიზნით; 
1.2.    მომხმარებელი - ნებისმიერი პირი (ფიზიკური პირის შემთხვევაში ქმედუნარიანი ფიზიკური პირი), რომელსაც სურს მიიღოს სერვისი. კატეგორიის მიხედვით გამოყოფილია სამი სხვადასხვა უფლების მქონე კატეგორია. „ჩაის გადამხდელი“, „ჩაის მიმღები“ და „ადმინისტრატორი“.
1.3.    ჩაის გადამხდელი - სერვისის დაურეგისტრირებელი ქმედუნარიანი მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს ნებაყოფლობითი და უსასყიდლო ფულადი გადარიცხვა (ჩაი) სერვისის მიღების შემდგომ, ასევე დატოვოს შეფასება, უკუკავშირი, ჩაის მიმღების მომსახურების ხარისხზე. 
1.4.    ჩაის მიმღები -ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი ან შეზღუდულად ქმედუნარიანი ფიზიკური, ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია ისეთ დაწესებულებაში, ან თავად ანხორციელებს ისეთ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც უწევს მომსახურებას ფიზიკურ პირთა განუსაზღვრელ წრეს (როგორიცაა კვების ობიექტები, სამედიცინო და ესთეთიკურ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სალონი, სპორტდარბაზი და სხვა), ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არაკომერციული/საქველმოქმედო ორგანიზაცია.
1.5.    სერვისი - „Martipia Tips (Martipia Tip & Rate)“ არის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია ვებ-გვერდზე app.martipia.com, საიტის გამოყენების მეშვეობით, რომლის მთავარი ფუნქცია თანხის („ჩაი“) უნაღდო ფორმით გადარიცხვის უფასო ტექნიკური შესაძლებლობაა ჩაის გადამხდელსა და ჩაის მიმღებს შორის. 
1.6.    ჩაის ოდენობა - არის წინასწარ განუსაზღვრელი ოდენობის თანხა, რომლის ჩუქების საკითხი და ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მომხმარებლის ნებაზე. 
1.7.    მონაცემთა ბაზა - ოპერატორის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები. 
1.8.    პერსონალური მონაცემები - პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით;
1.9.    კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე, ორ კერძო პირს შორის მოლაპარაკების ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. 
1.10.    პროფესიული საიდუმლოება - პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.
1.11.    კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენს ოპერატორაში და მასში შემავალი სტრუქტურულ ერთეულებში დაცული, აგრეთვე დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

2.    ხელშეკრულების საგანი
2.1.    წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებელი სარგებლობაში იღებს ოპერატორის მიერ შექმნილ ვებ-პორტალს/პლატფორმას/აპლიკაციას ფინანსური სარგებლის - ჩაის მიღების მიზნით (შემდგომში „ჩაი“); 
2.2.    ოპერატორი მომხმარებელს ვებ-გვერდზე წვდომას გადასცემს უფასოდ, შემდეგ ჰოსთინგზე: app.martipia.com;  
2.3.    ოპერატორი ადასტურებს და მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ოპერატორს არ აქვს რაიმე წვდომა მომხმარებელის ტელეფონში, ინტერნეტ და მობაილ ბანკში, ასევე ტელეფონში არსებული რაიმე ინფორმაციის ნახვის, გადმოწერის, გაზიარების ან რაიმე გზით უკანონოდ მოპოვების შესაძლებლობა და აპლიკაცია/ვებ-გვერდი სრულიად უსაფრთხოა ასეთი ქმედებებისგან. 
2.4.     მომხმარებელი განახორციელებს ანგარიშსწორებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად; 

3.    აპლიკაციით / ვებ-გვერდით სარგებლობა
3.1.    აპლიკაცია/ვებ-გვერდი წარმოადგენს უსაფრთხო პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ჩაის მიმღები ჩაის გადამხდელთან ინფორმაციათა ურთიერთგაცვლის მეშვეობით მიიღებს მის კუთვნილ ანგარიშზე გასამრჯელოს - ჩაის. 
3.2.    აპლიკაციით/ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები განთავსებულია ვებ-გვერდზე: martipia.com 
3.3.    მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მისი პირადი ინფორმაცია (მომხმარებელი, პაროლი და სხვა) მესამე პირზე; იმ შემთხვვაში, თუ მომხმარებელი შეამჩნევს, რომ მისი პროფილით სარგებლობს სხვა პირი, მას შეუძლია მიმართოს ოპერატორის მხარდამჭერთა ჯგუფს და აღმოფვრას ნებისმიერი ჩარევა. 
3.4.    ჩაის გადამხდელის მიერ ჩაის მიმღებისთვის გადახდილი გასამრჯელოს განკარგვა თავისუფლად შეუძლია ჩაის გადამხდელს მისი პირადი ანგარიშიდან და დამატებითი პროცედურები ამ უკანასკნელს არ ესაჭიროება. 
3.5.    აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები მხარეთათვის ცნობილის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. 

4.    ანგარიშსწორების წესი
4.1.    წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებელე ოპერატორას გადაუხდის საკომისიოს. ფულადი თანხის (ჩაის) გადახდის საკომისიო (მოიცავს ოპერატორის საკომისიო თანხას, ბანკის საკომისიოსა და გადახდის საკომისიოს): 7.9%;

  • გატანის საკომისიო:

    • ლარის გადარიცხვის საკომისიო: სს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ან სს თიბისი ბანკის ანგარიშზე - უფასო;

    • სხვა ნებისმიერ ბანკში - 0.07%, მაგრამ მინიმუმ 1 ლარი.

4.2.    თანხის (ჩაის) გადარიცხვა ჩაის გადამხდელისგან ჩაის მიმღებზე არის ფულის ჩუქება (საჩუქარი) ერთი ფიზიკური პირისგან მეორე ფიზიკურზე, ან არაკომერციულ/საქველმოქმედო ორგანიზაციაზე და, შესაბამისად, თავისუფლდება გადასახადისგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად).
4.3.    თუ ჩაის მიმღები წლის განმავლობაში მიიღებს იმ რაოდენობის თანხას (ჩაი),  რომელიც მას წარმოუშობს ვალდებულებას გადაიხადოს გარკვეული გადასახადი, ან წარასდგინოს საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტები, ოპერატორი თავისუფლდება ამგარი გადასახადის გადახდიდან ან დეკლარაციის წარდგენისგან და ეს მხოლოდ ჩაის მიმღების პასუხისმგებლობაა. 

5.    მხარეთა ვალდებულებები
5.1.    ოპერატორი:
5.1.1.    ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პირობები; 
5.1.2.    ვალდებულია აღმოუჩინოს პროგრამული დახმარება მომხმარებელს ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში; 
5.1.3.    ვალდებულია გამართულად აფუნქციონიროს აპლიკაცია/ვებ-გვერდი;
5.1.4.    ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება მომხმარებლის დამსაქმებელთან, მომხმარებლის მიერ თანხის შეუფერხებლად მიღების მიზნით; 
5.1.5.    ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გათქმის შემთხვევაში, აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი. 
5.1.6.    უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, თუკი მომხმარებლის მხრიდან ადგილი ექნება კონფიდენციალურობისა და არაკეთილსინდისიერ რაიმე ქმედებას. 
5.2.    მომხმარებელი: 
5.2.1.    აპლიკაციის/ვებ-გვერდის მიღებისა და რეგისტრაციის შემდგომ იღებს უვადო უფლებამოსილებას ისარგებლოს აპლიკაციით/ვებ-გვერდით; ყველა სხვა გამოყენება პირდაპირ აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება განახორციელოს აპლიკაციის/ვებ-გვერდის რეპროდუცირება, გადაცემა, გაყიდვა, გაქირავება, შეცვლა, ადაპტირება, რედაქტირება, ქველიცენზირება, ან სხვაგვარად გადაცემა და გამოყენება. 
5.2.2.    არ არის უფლებამოსილი გადაყიდოს მისთვის მიცემული აპლიკაცია/ვებ-გვერდი მესამე პირზე და ამისთვის მიიღოს საფასური; 
5.2.3.    უფლებას ანიჭებს ოპერატორს ჩამოიჭრას მისი ანგარიშიდან ფინანსური მომსახურებისთვის გადასახდელი საკომისიო;  
5.2.4.    ვალდებულია ჩაის გადამხდელს წარუდგინოს მხოლოდ ამ აპლიკაციით ნაჩვენები QR კოდი და არ შეიყვანოს იგი შეცდომაში ანგარიშებისა და მასზე განთავსებული თანხმების უკანონოდ მოპოვების მიზნით. ამ შემთხვევაში, ჩაის მიმღები პასუხს აგებს საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად მის მისერ ჩადენილ უკანონობაზე. 
5.2.5.    უფლებამოსილია აპლიკაციის/ვებ-გვერდის მეშვეობით დააფიქსიროს პრეტენზია თუ აპლიკაცია/ვებ-გვერდი ჩამოაჭრის მას საკომისიოს განსაზღვრულზე მეტი ოდენობით. 
5.2.6.    ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გათქმის შემთხვევაში, აუნაზღაუროს ოპერატორს მიყენებული ზიანი. 

6.    მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1.    მხარეთა პასუხისმგებლობა გულისხმობს ვალდებულების აღებას იმ ზიანზე, რომელიც მეორე მხარეს მიადგა მხარის ბრალეული ქმედების შედეგად; 
6.2.    ბრალეული ქმედება გულისხმობს იმ განზრახი ქმედების განხორციელებას, რომელიც ცნობილი იყო მხარისთვის და არ განახორციელებს რაიმე ტიპის ქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ზიანის  თავიდან  ასაცილებლად; 
6.3.    ზიანის არსებობის შემთხვევაში, მხარე მეორე მხარეს უნაზღაურებს მიყენებულ ზიანს მოთხოვნიდან 03 დღის ვადაში. 
6.4.    თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას „წესები და პირობები“, რაც გამოქვეყვებულია ვებ-გვერდზე და სავალდებულოდ შესასრულებელია თითოეული მხარეთათვის.

7.    ხელშეკრულების ძალაში შესვლა და ხელშეკრულების გაუქმება
7.1.    წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის (Accept/დათანხმების მომენტიდან) დღიდან და მოქმედებს მომხმარებელის მიერ აპლიკაციით/ვებ-გვერდით სარგებლობამდე.    
7.2.    წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს მომხმარებელის/ოპერატორის მიერ მომხამრებლის პროფილის დეაქტივაციის/დაბლოკვის გზით.  
7.3.    თუ მხარე ბრალეულად არღვევს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, მეორე მხარე განუსაზღვრავს ამ უკანასკნელს ვალდებულების შესრულების გონივრულ ვადას, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას. 

8.    ფორს-მაჟორი
8.1.    არცერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა არ გამოიწვევს ამ მხარის წინააღმდეგ მოთხოვნის წარმოშობას ან არ განიხილება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად, თუ ეს დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით, რომლის წინასწარ განჭვრეტა ან თავიდან აცილება ამ უკანასკნელს არ შეეძლო სათანადო ზომების გატარებით. აღნიშნული გარემობები მოიცავს: წყალდიდობას, ხანძარს, მიწისძვრას და სხვა სტიქიურ უბედურებას, აგრეთვე ომს, სამხედრო მოქმედებას, გაფიცვას, აჯანყებას, სამთავრობო რეგულაციებს ან სხვა მსგავს ხდომილებებსა თუ მოქმედებებს.
8.2.    მხარე, რომელიც განაცხადებს ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შესახებ, გათავისუფლდება ვალდებულებებისაგან მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ფორსმაჟორული გარემოება ხელს უშლის მის მიერ ვალდებულებების შესრულებას, და იგი არ განთავისუფლდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან, რომელსაც ხელს არ უშლის ფორსმაჟორული გარემოება. 
8.3.    მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს წერილობითი ფორმით აცნობოს ფორსმაჟორული გარემოებების წარმოშობისა და მისი შემდგომი მოქმედებების შესახებ, ასეთი გარემოებების წარმოშობიდან 12 საათის განმავლობაში.
8.4.    მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორსმაჟორული გარემოებების გაქარწყლებამდე.  
8.5.    ფორსმაჟორული გარემოებების 1 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ ხელშეკრულებიდან გასვლის ან მისი შეცვლილი გარემოებისადმი შემდგომი მისადაგების საკითხი.

9.    გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
9.1.    ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა: 
9.1.1.    წინამდებარე ხელშეკრულების გადასინჯვა და მასში რაიმე ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ოპერატორის მიერ ვებ-გვერდზე ცვლილების გამოქვეყნების გზით. ამასთან, თუ ცვლილებას მომხმარებელი არ დათანხმდა იგი ვერ შეძლებს სერვისით სარგებლობას.  
9.2.    დავების გადაწყვეტა  
9.2.1.    მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

9.2.2.    დაუშვებელია მხარეთა შორის ისეთი შეთანხმება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფოს ან მესამე პირების ინტერესებს. ყოველი ასეთი შეთანხმება არის ბათილი.  

bottom of page