top of page

კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა


1.    ინფორმაცია ვებ-გვერდის ადმინისტრატორის/ოპერატორის შესახებ


შპს „მარტიპია“ 
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402197449
მისამართი: საქართველო, თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 104
ელ.ფოსტა: davitk@martipia.com

ოპერატორის საქმიანობის მიზანი არის გაუწიოს ორგანიზება ორ პირთა შორის „დასაჩუქრების“ პროცესს. ოპერატორის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, ოპერატორს მომხმარებლისგან მიღებული აქვს თანხმობა მისი ინტერესის ინტერესების დასაცავად განახორციელოს „წესები და პირობებით“ დადგენილი ქმედებები. 
მომხმარებელს მინიჭებული აქვს ოპერატორისთვის მის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე წვდომის, შემოწმებისა და წაშლის/დეაქტივაციის უფლება. მონაცემთა მიღებისა და დამუშავების წესები სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობას. 
ამ პლატფორმის მოსარგებლე ნებისმიერი პირი ადასტურებს, რომ: 
-    ოპერატორს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება/წვდობა აკონტროლოს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესში დაფიქსირებულ მონაცემთა ნამდვილობა, ან ამ მონაცემთა კანონიერად მოპოვების პროცესი;
-    ოპერატორი არის შუამავალი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ერთი პირი მეორე პირს მომსახურების სანაცვლოდ ჩუქნის ფულს/თანხას. 
-    ოპერატორი ინახავს მხოლოდ ჩაის მიმღების მიერ თანხის მიღების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ჩაის მიმღებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღმასრულებელ ორგანოებს. 
-    მომხმარებელი თავად არის პასუხიმგებელი მის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერებასა და ნამდვილობაზე. 

1.    მონაცემთა დამუშავება


1.1.    მომხმარებელი (ჩაის მიმღები) პირდაპირი გზით, მისი პროფილის რეგისტრაციის პროცესში პლატფორმაზე არეგისტრირებს მის პირად ინფორმაციას: სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, სამუშაო ადგილი და საბანკო ანგარიშის ნომერი. 
1.2.    მომხმარებელს (ჩაის მიმღები) შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ შეყვანილი მონაცემები. 
1.3.    ოპერატორი ინახავს მხოლოდ ჩაის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერს დარეზერვებული თანხის ჩაის მიმღების ანგარიშზე გადარიცხვის მიზნით - ჩაის მიმღების პირველივე მოთხოვნითანავე. 
1.4.    მომხმარებელს აქვს სრული ინფორმაცია ოპერატორის საქმიანობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ და შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მას კითხვების ან საჩივრის/პრეტენზიის არებობის შემთხვევაში. 
1.5.    მომხმარებელს შეუძლია დატოვოს კომენტარი/შთაბეჭდილება მიღებულ მომსახურებაზე, უკანონო ქმედებასა და სხვა არსებულ პრობლემებზე.
1.6.    მომხმარებელი ანიჭებს უფლებამოსილებას ოპერატორს, ამ უკანასკნელმა მომხმარებელის ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტა გამოიყენოს მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით, მომსახურების გაუმჯობესების, პრეტენზიის/საჩივრის დაფიქსირების ან გამოვლენილი უკანონო ქმედების აღმოფხვრის მიზნით. 
1.7.    პლატფორმა ავტომატურად ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ყოველ ჯერზე პლატფორმის გამოყენების შესახებ, როდესაც ისინი პლატფორმაზე შედიან. პლატფორმაზე ინახება შემდეგი სახის ინფორმაცია: 
-    იმ მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება და მოწყობილობის ტიპი, რომლითაც მომხმარებელი უკავშირდება ინტერნეტს. 
-    (URL) Clickstream - რესურსების უნიფიცირების მაჩვენებელი თარიღისა და დროის ჩათვლით. 
-    ჩაის ოპერაციის დრო და ოდენობა, გადამხდელის მიერ გაკეთებული შეფასება და კომენტარი, ასევე შეკითხვა ან პრეტენზია. 
1.8.    მომხმარებლის მიერ ოპერატორისთვის მიმართვის შემთხვევებს ოპერატორი შეინახავს მიმდინარე შემთხვევის მოგვარებისა და შემდგომი პრევენციის მიზნით. 
1.9.    ოპერატორი იყენებს საკუთარი და მესამე პირების Cookie-ებს, მომხმარებლების მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობის უზუნველსაყოფად და სტატისტიკური მიზნებისთვის.

2.    მიზანი


2.1.    ოპერატორი ამუშავებს მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის მონახემებს, რათა მათ შეძლონ პლატფორმის უწყვეტად გამოყენება და მომსახურების მიღება. 
2.2.    ოპერატორი იყენებს მომხმარებლის მონაცემებს - ელ.ფოსტას/SMS შეტყობინებას საინფორმაციო ხასიათის შეტყობინების გაზავნისთვის ან რეკლამის მიწოდებისთვის. ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებელს ელ.ფოსტის მეშვეობის გაუგზავნო სარეკლამო შეტყობინებები და სხვა შეთავაზებები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის. თუ მომხმარებელს არ სურს მიიღოს პლატპორმიდან რეკლამები, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს გამოწერა - ელ.ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული ქმედებით წყდება რეკლამებისა და შეთავაზებების გაგზავნა მომხმარებელთან.

3.    ქმედების განხოზრიელება


3.1.    პროცედურულად „ჩაის“ გადახდა ხდება შემდეგი წესით:
-    მომხმარებელი (ჩაის მიმღები) პლატფორმაზე რეგისტრირებისას ოპერატორს გადასცემს მის საბანკო ანგარიშის ნომერს. 
-    ჩაის გადამხდელი ჩაის მიმღების მზრიდან QR კოდის სკანირებისას გადადის გადახდის ფანჯარაზე სადაც შეყავს თანხის სასურველი ოდენობა და იხდის თანხას. 
-    არც ოპერატორი, არც პლატფორმა და არც ჩაის მიმღები არ ინახავენ გადამხდელის საბანკო ბარათის ან ანგარიშის მონაცემებს. 
-    ჩაის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა რეზერვდება ოპერატორის ანგარიშზე და ჩაის მიმღების პროფილში აისახება თანხა რაც არის დაგროვილი მის სახელზე. 
-    ჩაის გადამხდელი ყოველ კონკრეტულ ჯერზე თავად ავსებს მის საბანკო მონაცემებს და თავად განკარგავს ანგარიშებს. 
-    ჩაის მიმღები პირადი პროფილით აკონტროლებს დაგროვილი ჩაის ოდენობას და შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ეს თანხა, მისი პროფილის გვერდიდან ღილაკით „თანხის მოთხოვნა“. 
-    „თანხის მოთხოვნის“ დავალების მიღებისთანავე ოპერატორი ურიცხავს ჩაის მიმღებს მის საბანკო ანგარიშზე დაგროვილ თანხას. 
-    ჩაის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხას აკლდება ოპერატორის საშუამავლო საკომისიო, საბანკო და გადახდის საკომისიო, ხოლო დარჩენილი ოდენობა ერიცხება ჩაის მიმღებს. 
-    ოპერატორი ინახავს მხოლოდ ჩაის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერს მასზე თანხის გადარიცხვის მიზნით. აღნიშნული ანგარიში შენახულია ჩაის მიმღების პირად პროფილში.

4.    მონაცემთა დამუშავება და დანაშაულის გამოვლენა


4.1.    ოპერატორი მომხდარი შემთხვევების შეფასებითა და მომხმარებლების მიერ დატოვებული შეტყობინებების დამუშავებით ახდენს სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას. აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება ხდება იმ მიზნითაც, რომ გამოიკვეთოს მომხმარებლის ქცევა და ტენდენციები; ასევე, მომხმარებელთა მხრიდან პლატფორმის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები. 
4.2.    მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებელთა თანხმობით, მათი კანონიერი ინტერესის საფუძველზე, ოპერატორის სამართლებრივი ვალდებულების განსახორციელებლად, რომელიც მიიღება პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდგომ, ვებ-გვერდზე ვიზიტის შემთდომ, ოპერატორსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით. 
4.3.    უკანონო ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია გადაამოწმოს ყველა ის მოქმედება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კანონდარღვევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დარღვევა შეიძლება ეხებოდეს გადახდის მეთოდს, ასევე პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-განკარგვასაც. ამ შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებლისგან მოითხოვოს დედანი დოკუმენტის წარდგენა მისი გადამოწმების მიზნით. ოპერატორი უფლებამოსილია შეინახოს იმ მომხმარებლის მონაცემები, რომელიც შემჩნეულია კანონდარღვევაში თაღლითობის თავიდან აცილებისა და კონტროლის მიზნით. შენახვის ვადად მიიჩნევა პერიოდი, სანამ მომხმარებელს უფლება ექნება განაცხადოს პრეტენზია ან აღძრას სარჩელი სასამართლოში ჩაის გადახდასთან დაკავშირებით. ჩაის გადამხდელის ბარათიდან თანხის უკანონოდ მოპოვების გამოვლენის შემთხვვეაში, ოპერატორი მიმართავს შესაბამის ორგანოებს და აღძღავს საქმეს დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. 
4.4.    ოპერატორი უფლებამოსილია გაამჟღავნოს მომხმარებელთა ინფორმაცია/მონაცემები, თუკი მიაჩნია, რომ ამგვარი გამჟღავნება აუცილებელია კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, ოპერატორის ან სხვა პირთა უსაფრთხოების, უფლებისა და საკუთრების დასაცავად. ამგვარად, ეს წესი შეიცავს სხვა კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, სამართალ აღსრულების ორგანოებთან და სააგენტოებთან ინფორმაციის გაცვლის წესებს, რათა უზრუნველყოს თაღლითობის თავიდან აცილება და შეამციროს საკრედიტო რისკი. ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებისთვის და კერძო, კავშირში არმყოფ პირთათვის ამ მონაცემთა გადაცემა დაუშვებელია. 
4.5.    დაუშვებელია მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაყიდვა, გაქირავება, გაზიარება ან ნებისმიერი სხვა გზით გამჟღავნება კომერციული მიზნებისთვის, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ვალდებულებების დარღვევით.
4.6.    მომხმარებელთა მონაცემები დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაუშვებელია პლატფორმის მომხმარებელთა მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: (i) ოპერატორს მომხმარებლის ნათლად და არაორაზროვნად გამოხატული თანხმობა; (ii) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ითხოვენ გამჟღავნებას (გამოძიების ჩატარების, უკანონო ქმედებათა აღკვეთისა და სხვა ამგვარი მოქმედებების ჩატარების მიზნით); ან (iii) ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

5.    მონაცემთა შენახვის ვადა


5.1.    მომხმარებელთა მონაცემები შენახული იქნება სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების და მოქმედების პერიოდში, ანუ იმდენი ხნით, სანამ ისინი იქნებიან ამ პლატფორმის მომხმარებლები. 
5.2.    მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ, ოპერატორი 3 წლით შეინახავს მხოლოდ ჩაის მიმღებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას. ხოლო, თუ ამ პირის წინააღმდეგ აღძრულია საქმე - ამ დავის დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 
5.3.    ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ოპერატორს მის საკონტაქტო ელ.ფოსტაზე და გამოითხოვოს ინფორმაცია პირად მონაცემებზე წვდომის უფლება იმისთვის, რომ გაიგოს რომელი მონაცემი დამუშავდა ოპერატორის მიერ და როგორ; მოითხოვოს მის პირად მონაცემებში დაშვებული შეცდომის შესწორება; მისი პირადი მონაცემის წაშლა, თუ ეს შესაძლებელია; პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება, როცა მონაცემების დამუშავების კანონიერება ეჭქვეშაა; 
5.4.    თუ მომხმარებელი გამოავლენს მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ოპერატორს მის ელ.ფოსტაზე და დაელოდოს რეაგირებას მისგან. 
5.5.    ოპერატორი ვალდებულია 72 საათში გასცეს პასუხი/განახორციელოს რეაგირება მიღებულ შეტყობინებაზე.
5.6.    მომხმარებელი თავად მართავს მის პროფილს და შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია მის გაუთქმელობაზე, წაშლაზე, ცვლილებასა და განახლებაზე. მას უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ან მოთხოვნა, თუ აღმოჩნდა რომ მისი უფლება დაირღვა. 
5.7.    ნებისმიერი ცვლილება ოპერატორის მიერ აისახება პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდის მოსარგებლე ნებისმიერი პირისთვის. 
 

bottom of page