წესები და პირობები
წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „მარტიპიას“ (ს/ნ: 402197449, მის.: საქართველო, თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 104) (შემდგომში „ოპერატორი“) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით. ოპერატორის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია შეთანხმების ფორმა მომხმარებელთან. ხელშეკრულების ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე https://martipia.com.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ აღნიშნული ვებ-გვერდით სარგებლობით.
ვებ-გვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ან „დადასტურების“ ღილაკით (“Accept”) დათანხმები ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „მარტიპიას“ მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
აღნიშნულ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გადარიცხვის უფასო ტექნიკური მხარდაჭერის მიღებით. შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, შპს „მარტიპიას“ გადაწყვეტილების შესაბამისად.
აღნიშნულ ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ამ წესების მიხედვით. ყველა ის საკითხი, რაც არ არის რეგულირებული ამ წესებით, რეგულირებულია მომხმარებლის ხელშეკრულებით ან/და კონფიდენციალურ მონაცემთა დაცვის წესების მიხედვით.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. სერვისი - „Martipia Tips (Martipia Tip & Rate)“ არის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია ვებ-გვერდზე app.martipia.com, საიტის გამოყენების მეშვეობით, რომლის მთავარი ფუნქცია თანხის („ჩაი“) უნაღდო ფორმით გადარიცხვის უფასო ტექნიკური შესაძლებლობაა ჩაის გადამხდელსა და ჩაის მიმღებს შორის.
1.2. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი (ფიზიკური პირის შემთხვევაში ქმედუნარიანი ფიზიკური პირი), რომელსაც სურს მიიღოს სერვისი. კატეგორიის მიხედვით გამოყოფილია სამი სხვადასხვა უფლების მქონე კატეგორია. „ჩაის გადამხდელი“, „ჩაის მიმღები“ და „ადმინისტრატორი“.
1.3. ჩაის გადამხდელი - სერვისის დაურეგისტრირებელი ქმედუნარიანი მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს ნებაყოფლობითი და უსასყიდლო ფულადი გადარიცხვა (ჩაი) სერვისის მიღების შემდგომ, ასევე დატოვოს შეფასება, უკუკავშირი, ჩაის მიმღების მომსახურების ხარისხზე.
1.4. ჩაის მიმღები - არის სერვისის რეგისტრირებული ქმედუნარიანი მომხმარებელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფულადი გადარიცხვა (ჩაი) ჩაის გადამხდელებისგან.
1.5. ადმინისტრატორი - ადმინისტრატორი (დაწესებულების (რესტორანი, სილამაზის სალონი და ა.შ.) არის სერვისის რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს სერვისზე წვდომა ჩაის მიმღებს და აკონტროლებს მიღებულ ფულად გადარიცხვას (ჩაის) და მიმოხილვას ჩაის მიმღების მიერ იმ დაწესებულებაში გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ, რომლის ადმინისტრატორიც ის არის.
1.6. თანხმობა დოკუმენტებზე - პლატფორმაზე შესვლითა და პროფილის ნებაყოფლობითი შექმნით, თითოეული მომხმარებელი ნათლად და არაორაზროვნად ეთანხმება წინამდებარე „წესებსა და პირობებს“, „კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკასა“ და „მომხმარებლის ხელშელრულებას“.
1.7. რეგისტრაცია - პლატფორმაზე რეგისტრაციის დასასრულებლად, მომხმარებლებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მონაცემები, მათ შორის: მომხმარებლის სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხოლო ჩაის მიმღების შემთხვევაში საბანკო ანგარიშის დეტალები. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა, დაასრულონ და სურვილისამებრ შეცვალონ საკუთარი პროფილი. ოპერატორი არ ინახავს მომხმარებელთა გადახდის მონაცემებს, რომელთა დამუშავება და შენახვა ხდება გადახდის მომსახურების მომწოდებლის მიერ, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე „წესებსა“ და „კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში“.
1.8. რეგისტრაციის გაუქმება - მომხამრებელს შეუძლია რეგისტრაციის გაუქმება პლატფორმაზე არსებული საკონტაქტო ფორმის გამოყენებით.
1.9. QR კოდი - ჩაის გადარიცხვისთვის ჩაის გადამხდელმა უნდა დაასკანიროს QR კოდი, რომელიც ინდივიდუალურად თითოეული დაწესებულების თითოეულ თანამშრომელს აქვს მის პირად მობილურ ტელეფონში. როდესაც QR კოდის დასკანირების პროცესი დასრულდება, ჩაის გადამხდელი გადავა ავტომატური დავალების გვერდზე, საიდანაც ის შეძლებს გადაურიცხოს ჩაის მიმღებს თანხა. აღნიშუნლი თანხა დარეზერვდება ოპერატორის ანგარიშზე ჩაის მიმღების მომხმარებლისთვის და ჩაის მიმღების მიერ თანხის მოთხოვნისთანავე ოპერატორი გადაურიცხავს მას დაგროვილ ოდენობას. თუ QR კოდის დასკანირება რაიმე ხარვეზის გამო ვერ მოხდება მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ოპერატორის ტექნიკურ ჯგუფს დახმარების აღმოსაჩენად.
1.10. პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომელიც მიღებულია სერვისით სარგებლობის პროცესში. პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით;
1.11. კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე, ორ კერძო პირს შორის მოლაპარაკების ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
1.12. პროფესიული საიდუმლოება - პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას. კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენს კომპანიაში და მასში შემავალი სტრუქტურულ ერთეულებში დაცული, აგრეთვე დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. კონფიდენციალური ინფორმაციის დარღვევის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
1.13. გადახდის სისტემა - სერვისის პარტნიორი (პარტნიორები), რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაის გადამხდელიდან ჩაის მიმღებამდე ფულადი გადარიცხვის (ჩაის) უნაღდო ტრანზაქციის შესაძლებლობას.
2. ზოგადი დებულებები
2.1. ჩაის გადამხდელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე მომხმარებლის ხელშეკრულებას სერვისის გამოყენებამდე და სრულად დაეთანხმოს მის პირობებს. ჩაის გადამხდელის მიერ მომხმარებლის ხელშეკრულების პირობებზე არ დათანხმებით, გადამხდელი ვერ ისარგებლებს შესაბამისი სერვისებით.
2.2. მომხმარებლის ხელშეკრულებისა და წესებისა და პირობების მიღება (accept) ხორციელდება გადახდის გვერდზე გადასვლის ან მიმოხილვის დატოვების დროს უჯრის „ვეთანხმები მომხმარებლის შეთანხმების პირობებს და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას“ ღილაკის მონიშვნისას. მიმღების ნამუშევარი. ჩაის გადამხდელს ეცნობება, რომ სვეტში მითითებული ჩამრთველი დაპროგრამებულია ავტომატურად მონიშვნის ფუნქციით და გადამხდელს უფლება აქვს ამოიღოს იგი ამ სვეტიდან. შესაბამის ველში გამშვები ნიშნის მოხსნა იქნება მიიჩნევა როგორც ჩაის გადამხდელის უარი პირობების მიღებაზე.
2.3. ჩაის გადამხდელს შეუძლია თავად დაფაროს სერვისის გადარიცხვასთან დაკავშირებული ხარჯები და ჩაის მიმღებს “ I want to cover the transaction cost.” („მინდა დავფარო ტრანზაქციის ხარჯები ისე, რომ თანამშრომელმა მიიღოს სრული თანხა“) ველის მონიშვნით სრულად გადაურიცხოს ჩაი. ჩაის გადამხდელს ეცნობება, რომ სვეტში მითითებული ჩამრთველი დაპროგრამებულია ნაგულისხმევად და გადამხდელს უფლება აქვს ამოიღოს იგი ამ სვეტიდან. ჩაის გადამხდელი ინფორმირებულია, რომ აღნიშნული გრაფა ინიშნება ავტომატურად და მას უფლება აქვს გააუქმოს მონიშვნა.
2.4. ჩაის გადამხდელი ვალდებულია გაეცნოს მომხმარებლის ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრულია გადახდის პირობები და წესი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დათანხმება ხდება ავტომატურად ჩაის გადამხდელის მიერ ჩაის მიმღებისთვის ჩაის გადარიცხვის მომენტში. აღნიშნული მონიშვნის მოხსნის შემთხვევაში, გადამხდელს არ შეეძლება ისარგებლოს სერვისით და ვერ გადაუხდის ჩაის - ჩაის მიმღებს.
3. სისტემის გამოყენება
3.1. სერვისი უზრუნველყოფს საინფორმაციო და ტექნოლოგიურ ურთიერთქმედებას ჩაის გადამხდელსა და ჩაის მიმღებს შორის, ჩაის გადამხდელის მიერ უფასო ტექნიკური საშუალებით გადაირიცხოს თანხები (ჩაი) უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ჩაის მიმღების ანგარიშზე - ოპერატორის პლათფორმის შუამავლობით, და ასევე მას აქვს უფასო ტექნიკური შესაძლებლობა ჩაის გადამხდელმა დატოვოს უკუკავშირი (გამოხმაურება) ჩაის მიმღებების მუშაობის ხარისხზე.
3.2. სისტემა/სერვისი არ უწევს მომსახურებას ფულადი თანხის (ჩაის) გადარიცხვისთვის და არ იხდის საკომისიოს/გადასახადს ამ ტრანზაქციისთვის. თანხის გადარიცხვა (ჩაი) ხორციელდება საგადახდო სისტემის მიერ.
3.3. ფულადი თანხის (ჩაის) გადახდის საკომისიო (მოიცავს ოპერატორის საკომისიო თანხას, ბანკის საკომისიოსა და გადახდის საკომისიოს): 7.9%
გატანის საკომისიო:
-
ლარის გადარიცხვის საკომისიო: სს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ან სს თიბისი ბანკის ანგარიშზე - უფასო;
-
სხვა ნებისმიერ ბანკში - 0.07%, მაგრამ მინიმუმ 1 ლარი.
3.4. თანხის (ჩაის) გადარიცხვა ჩაის გადამხდელისგან ჩაის მიმღებზე არის ფულის ჩუქება (საჩუქარი) ერთი ფიზიკური პირისგან მეორე ფიზიკურზე და, შესაბამისად, თავისუფლდება გადასახადისგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად).
3.5. თუ ჩაის მიმღები წლის განმავლობაში მიიღებს იმ რაოდენობის თანხას (ჩაი), რომელიც მას წარმოუშობს ვალდებულებას გადაიხადოს გარკვეული გადასახადი, ან წარასდგინოს საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტები, ოპერატორი თავისუფლდება ამგარი გადასახადის გადახდიდან ან დეკლარაციის წარდგენისგან და ეს მხოლოდ ჩაის მიმღების პასუხისმგებლობაა.
3.6. იმ შემთხვევაში, თუ ჩაის გადამხდელი სერვისს იყენებს სხვა მიზნისთვის და არა ჩაის მიმღებისთვის გაწეული მომსახურებისთვის ჩაის დატოვების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახადებისა და მოსაკრებლების გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომლებიც გამოწვეულია სერვისის ბოროტად გამოყენების შედეგად, ეკისრება ჩაის გადამხდელს. ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი ჩაის გადამხდელისგან ჩაის მიმღებზე თანხების გადარიცხვის მიზანსა და დანიშნულებაზე.
4. ჩაის გადამხდელის, ჩაის მიმღებისა და ოპერატორის უფლება-მოვალეობები
4.1. ჩაის გადამხდელი უფლებამოსილია:
4.1.1. გამოიყენოს სერვისი მისთვის შექმნილი კატეგორიის შესაბამისად.
4.1.2. უარი თქვას საინფორმაციო შეტყობინებების მიღებაზე იპერატორისთვის davitk@martipia.com ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
4.1.3. დაუკავშირდეს სერვისის ტექნიკურ მხარდამჭერს პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კითხვების, პრეტენზიებისა და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მიმართვა უნდა გაიგზავნოს davitk@martipia.com ელექტრონულ ფოსტაზე. მიმართვა უნდა გაიგზავნოს იმ შემთხვევიდან, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს მოთხოვნა - არაუგვიანეს 03 სამუშაო დღისა.
4.1.4. პლატფორმაზე გადასვლისას მიიღოს ინფორმაცია თუ რამდენი ლარი იქნება გადასახდელი და თავად გადაწყვიტოს დამატებით რა თანხის ჩუქება შეეძლება.
4.2. ჩაის გადამხდელი ვალდებულია:
4.2.1. დაიცვას წესები და პირობები, ასევე კონფიდენციალური ინფორმაცია;
4.2.2. გამოაქვეყნოს ან შეაფასოს ჩაის მიმღების მომსახურება ობიექტურად და არ მიაყენოს რაიმე სახის შეურაცხყოფა მას პორტალის საშუალებით;
4.2.3. არ მოიპოვპს ჩაის მიმღების ფოტო უკანონო გზით და არ გაავრცელოს იგი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან/და ღირსების შემლახველი ტექსტით.
4.3. ჩაის მიმღები უფლებამოსილია:
4.3.1. გამოიყენოს სერვისი მისთვის შექმნილი კატეგორიის შესაბმისად.
4.3.2. ოპერატორს გადასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია სერვისის მოხმარებისათვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.
4.3.3. უარი თქვას საინფორმაციო შეტყობინებების მიღებაზე იპერატორისთვის davitk@martipia.com ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
4.3.4. დაუკავშირდეს სერვისის ტექნიკურ მხარდამჭერს პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კითხვების, პრეტენზიებისა და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მიმართვა უნდა გაიგზავნოს davitk@martipia.com ელექტრონულ ფოსტაზე. მიმართვა უნდა გაიგზავნოს იმ შემთხვევიდან, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს მოთხოვნა - არაუგვიანეს 03 სამუშაო დღისა.
4.4. ჩაის მიმღები ვალდებულია:
4.4.1. უზრუნველყოს ნამდვილი, მოქმედი, ზუსტი და სრული ინფორმაცია სერვისით სარგებლობისას. შესაბამისად, ჩაის მიმღები ადასტურებს თანხმობას, რომ ოპერატორი არ არის ვალდებული გადაამოწმოს ჩაის მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე;
4.4.2. არ გამოიყენოს/იმოქმედოს სხვა არსებული ან რეგისტრირებული პირის სახელით, არ დააფიქსიროს მესამე პირის პირადი/პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები, არ გამოიყენოს სხვა პირის მონაცემები რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით, ასევე, არ მოიპოვოს და გაავრცელოს მესამე პირის მონაცემები. აღნიშნული ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, უკანონო ქმედების ჩამდენი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.4.3. ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი საკუთარი პროფილისა და პლატფორმის სხვა კონტენტის სათანადოდ გამოყენებასა და წვდომაზე, მოქმედი კანონმდებლობის, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, იმ ქვეყნის, საიდანაც პლატფორმას იყენებენ, ისევე, როგორც კეთილსინდისიერების, ზნეობის, საზოგადოდ მიღებული ჩვეულებებისა და საჯარო წესრიგის პრინციპების შესაბამისად. კერძოდ, ისინი იღებენ ვალდებულებას, გულითადად შეასრულონ წინამდებარე „წესები და პირობები“.
4.4.4. ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი საკუთარი ინდივიდუალური სახელისა და პაროლის სწორად შეყვანაზე, რომელიც გადაცემას არ ექვემდებარება და უნდა იყოს რთული აგებულების, ასევე, არ უნდა იქნეს იმავე სახელისა და პაროლის გამოყენება სხვა პლატფორმებზე. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი ანგარიშები თაღლითური გამოყენებისგან მესამე პირის მიერ, რომელიც არ მიეკუთვნება პლატფორმას.
4.4.5. არ გამოიყენოს საკუთარი პროფილი და პლატფორმის სხვა კონტენტი უკანონო მიზნებისათვის ან უკანონო შედეგებით, რაც დაარღვევს მესამე პირის უფლებებსა და ინტერესებს ან რამაც შეიძლება რაიმე ფორმით დააზიანოს, გამორთოს, დააზარალოს ან გააფუჭოს პლატფორმა და მისი კონტენტი და მომსახურება.
4.5. ოპერატორი უფლებამოსილია:
4.5.1. შეცვალოს მომხმარებლის ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები ასახოს შესაბამის ველში.
4.5.2. ნებისმიერ დროს უარი განუცხადოს ჩაის გადამხდელს სერვისით სარგებლობისთვის. სერვისით სარგებლობაზე უარის თქმა გულისხმობს სერვისის გამოყენების შეუძლებლობას თანხების (ჩაის) გადარიცხვის მიზნით. ოპერატორი არ არის ვალდებული მომხმარებელს განუმარტოს სერვისით სარგებლობაზე უარის თქმის საფუძველი;
4.5.3. მოიზიდოს ნებისმიერი მესამე პირი სესვისით სარგებლობის მიზნით, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და მომხმარებლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დაცვის გზით.
4.6. ოპერატორი ვალდებულია:
4.6.1. უზრუნველყოს ჩაის გადამხდელი სერვისის შეუფერხებლად სარგებლობით მომხმარებლის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
4.6.2. უზრუნველყოს სერვისის გამართული ფუნქციონირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
4.6.3. უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და არ გამჟღავნება. ოპერატორი იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს, არ მიაწოდოს, არ გაავრცელოს, არ მისცეს გადასამოწმებლად კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერ მესამე პირს, ჩაის გადამხდელის პირადი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლება, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატორი ვალდებულია გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია.
4.6.4. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი ვალდებულია გასცეს მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, იგი ატყობინებს ამ პირს მისი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ და უთითებს იმ ორგანოს, რომელმაც გამოითხოვა ეს ინფორმაცია.
5. პასუხისმგებლობა
5.1. იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატორს არ შეუძლია რეგისტრირებული მომხმარებლების იდენტურობის გარანტირება, მომხმარებლები ვალდებული არიან, შეატყობინონ ოპერატორს, თუ მათ გააჩნიათ იმის მტკიცებულება, რომ ოპერატორს მათ ანგარიშთან დაკავშირებული საბანკო ანგარიში მოპარულია და/ან მისი გამოყენება თაღლითურად ხორციელდება მესამე პირის მიერ. ამიტომ, რამდენადაც ოპერატორი და მისი გადახდის პლატფორმა პროაქტიულად ახორციელებენ „მომხმარებელთა“ დაცვას შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით, თუ „მომხმარებელი“ არ შეატყობინებს ოპერატორს დაკარგული საბანკო ანგარიშის/ბარათის შესახებ, ოპერატორი არ იქნება პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ თაღლითურ ქმედებაზე. ოპერატორი ურჩევს „მომხმარებლებს“, შეატყობინონ პოლიციას ქურდობის, ძარცვის ან მათი საკრედიტო საბანკო ანგარიშის/ბარათის სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი იღებს პასუხისმგებლობას, მხარი დაუჭიროს მომხმარებლებს და ითანამშრომლოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან არასწორად ჩამოჭრილ თანხასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაზიარების კუთხით. თაღლითობის შემთხვევაში, იპერატორი იტოვებს უფლებას, განახორციელოს შესაბამისი ქმედება, თუ საიტის გამიზნულ არამიზნობრივ გამოყენებას გავლენა ჰქონდა მასზე.
5.2. ჩაის გადახდის შემდგომ ჩაის გადამხდელს არ ჩეუძლია უკან დაიბრუნოს თანხა, თუ მან რაიმე მიზეზით გადაწყვიტა ნაჩუქარი ჩაის უკან დაბრუნება.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ ჩაის მიმღები რაიმე ფორმით გამოიჩენს უპატივცემულობას ჩაის გადამხდელის მიმართ, ან ჩაის მიმღებთან დაკავშირებით, ჩაის გამცემი ოპერატორს წარუდგენს პრეტენზიას, ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს ჩაის მიმღების პროფილი.
5.4. მომხმარებლები იღებენ პასუხისმგებლობას, არ გაუზიარონ თავიანთი ანგარიშის დეტალები ან არ მისცენ მასზე წვდომა მესამე პირებს. მომხმარებლები იღებენ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას მესამე პირთა მიერ აღნიშნული დეტალების ან საიტის მომსახურებათა გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაზე, რაც მოიცავს განცხადებებს და/ან კონტენტს, რომლის შეყვანაც „პლატფორმაზე“ ხორციელდება, ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც განხორციელდება მათი მომხმარებლის სახელით და/ან პაროლით.
5.5. მომხმარებლები წარმოადგენენ მათ მიერ პლატფორმაზე შეყვანილი კონტენტის ერთპიროვნულ მესაკუთრეებს. გარდა ამისა, პლატფორმაზე რეგისტრაციითა და პირობებზე დათანხმებით, „მომხმარებელი“, მის მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით, აძლევს ოპერატორს აღნიშნული კონტენტის მსოფლიო მასშტაბით მოქმედ, გამოუხმობად და გადაცემად ლიცენზიას მის ქველიცენზირებაზე, გამოყენებაზე, ასლის შექმნაზე, მოდიფიცირებაზე, დერივაციული ნაშრომების შექმნაზე, დისტრიბუციაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერი ფორმით გამოყენებაზე, რაც საჭიროდ იქნება მიჩნეული ოპერატორის მიერ, „მომხმარებელთან“ ყოველგვარი დამატებითი კომუნიკაციისა და ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე.
5.6. ოპერატორი მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს „მომხმარებლის“ იდენტურობა და, აქედან გამომდინარე, არ არის პასუხისმგებელი არარეგისტრირებული მესამე პირების მიერ რეგისტრირებული „მომხმარებლის“ იდენტურობის გამოყენებაზე. „მომხმარებლები“ იღებენ პასუხისმგებლობას, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ოპერატორს, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, თუ მოხდება მათი მონაცემების მოპარვა, გამჟღავნება ან დაკარგვა.
5.7. ოპერატორი გამოავლენს თუ არა მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის ბოროტად და/ან თაღლითურად გამოყენების ნიშნებს, უფლებამოსილია, ავტომატურად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გამოწერის, ისევე, როგორც, დამატებით და ნებისმიერ დროს, „მომხმარებლის“ ანგარიშის დეაქტივაცია მოახდინოს, რითაც იტოვებს უფლებას, ნებისმიერი კანონიერი ქმედება განახორციელოს, განსახილველი გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე.
5.8. მომხმარებლები შეუზღუდავად იღებენ პასუხისმგებლობას, შემდეგზე:
5.8.1. უარი თქვას პლატფორმის რაიმე სახით შეცვლაზე, სრულად ან ნაწილობრივ, მისი ფუნქციების ან მომსახურებების გვერდის ავლით, გამორთვით ან რაიმე სხვა გზით ხელყოფით;
5.8.2. უარი თქვას სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის დარღვევაზე;
5.8.3. უარი თქვას პლატფორმის გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ სხვა მომხმარებელი შეურაცხყოს, ცილი დასწამოს, დააშინოს ან შეაწუხოს ან თავს დაესხას მათ რეპუტაციას; — უარი თქვან სხვა „მომხმარებლების“ ელფოსტის ანგარიშის გამოყენებაზე;
5.8.4. უარი თქვას კომპიუტერული ვირუსების, დაზიანებული ფაილების ან ნებისმიერი სხვა პროგრამის დანერგვაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის ან მესამე პირის კონტენტის ან სისტემის დაზიანება ან შეცვლა;
5.8.5. უარი თქვას სხვებისთვის მასობრივი და/ან პერიოდული ელფოსტების გაგზავნაზე, ან მესამე პირის ელფოსტის მისამართის გაგზავნაზე, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე;
6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. ოპერატორი არის პლატფორმაში შემავალი ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლების მფლობელი ან ლიცენზიანტი, ისევე, როგორც იმ კონტენტისა, რისი მიღებაც მისი საშუალებითაა შესაძლებელი. პლატფორმის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ასევე მასში შემავალი ტექსტი, სურათი, გრაფიკული დიზაინი, ნავიგაციის სტრუქტურა, ინფორმაცია და კონტენტი არის ოპერატორის საკუთრება, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს, ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს მისი განხორციელების უფლებები, კერძოდ, გამრავლების, განაწილების, გამოქვეყნებისა და ტრანსფორმაციის უფლებები, ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
6.2. „მომხმარებლის“ მხრიდან პლატფორმაზე წვდომის ნებართვა არ გულისხმობს ოპერატორის მიერ ინტელექტუალური ან სამრეწველო საკუთრების უფლებაზე უარის თქმას, გადაცემას, ლიცენზირებას, ან სრულად ან ნაწილობრივ გადაცემას. აკრძალულია ოპერატორის პლატფორმის კონტენტის წაშლა, გვერდის ავლა ან რაიმე გზით ფალსიფიკაცია. ამასთანავე, აკრძალულია ოპერატორის პლატფორმაში არსებული კონტენტის საჯარო ან კომერციული მიზნებისათვის ნებისმიერი გზით შეცვლა, ასლის გაკეთება, ხელახლა გამოყენება, ექსპლოატაცია, აღდგენა, გამოქვეყნება, მეორე ან შემდგომი პუბლიკაციების განთავსება, ფაილების ატვირთვა, ფოსტით გაგზავნა, გადაცემა, გამოყენება, დამუშავება ან გავრცელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოპერატორის წერილობითი უფლებამოსილება არსებობს ან, საჭიროების შემთხვევაში, უფლებების მფლობელს უკავშირდება.
7. დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე მომხმარებლის ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე დათანხმების (accept) მომენტიდან მომხმარებლის ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
7.2. ამ მომხმარებლის ხელშეკრულების მიღება გამოხატავს ჩაის გადამხდელის სრულ თანხმობას მომხმარებლის ხელშეკრულების პირობებზე.
7.3. ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის, მათ შორის, სერვისის პარტნიორების მიერ გაწეულ მომსახურებებზე.
7.4. მომხმარებლის შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ოპერატორის მიერ მომხმარებლის შეთანხმების ახალი ვერსიის სერვისის ვებსაიტზე განთავსებით. ჩაის გადამხდელი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად პერიოდულად შეამოწმოს წინამდებარე მომხმარებლის ხელშეკრულება ცვლილებებისთვის (დოკუმენტი შეიცავს მისი გამოქვეყნების თარიღს). ოპერატორის მიერ მომხმარებლის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის მომხმარებლის შეთანხმების ახალი რედაქციის გამოქვეყნების დღიდან. ჩაის გადამხდელს უფლება აქვს უარი თქვას ამ მომხმარებლის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების მიღებაზე, რაც ნიშნავს, რომ ჩაის გადამხდელი უარს ამბობს სერვისით სარგებლობაზე. მომხმარებლის ხელშეკრულება გამოქვეყნებულია ოპერატორის ოფიციალურ ვებსაიტზე: martipia.com.
7.5. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.